ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ უნიკალურ პლატფორმას - ილია ჭავჭავაძის გამოცემების ციფრულ არქივს. 2024 წლიდან შექმნილ არქივში თავმოყრილია ილია ჭავჭავაძის ყველა ის გამოცემა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული, მათ შორის, 1880 წლიდან დღემდე გამოცემული უნიკალური ერთეულები. პლატფორმის შექმნის მიზანია, გაამარტივოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მასზე ციფრული ხელმისაწვდომობა.
არქივში ყველა რესურსი ღია წვდომით არის განთავსებული, რაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ მასალები როგორც სწავლა-სწავლების, ისე კვლევითი მიზნებისთვის.