აჩრდილი
ილია ჭავჭავაძე | 1957
პოემა „აჩრდილი“ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ საკვანძო ტექსტად მიიჩნევა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობის განწყობებს წარმოაჩენს. პოემა აგებულია ლირიულ გმირსა და საქართველოს ისტორიულ სულად ქცეულ აჩრდილს შორის, დიალოგის სახით. აჩრდილი იხსენებს წარსულ ძლიერებას, ბრძოლის, შეუპოვრობის მნიშვნელობას და აჩვენებს თავისუფლების დაკარგვის, სოციალური უსამართლობისა და ეროვნული გულგრილობის შედეგებს. პოემა ხაზს უსვამს რომ ეროვნული ხსნის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის მოქალაქეობრივი პასუხსიმგებლობა, განათლება და პიროვნული ღირსების დაცვა. ჭავჭავაძე პოემას უძღვნის საზოგადო მოღვაწეებს: ივანე პოლტარაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს. აღნიშნული წიგნი გამოცემულია „საბჭოთა მწერალის“ მიერ 1957 წელს და შეიცავს პოემის კლასიკურ ტექსტს XXII და XXIII თავების გამოკლებით. „აჩრდილის“ პირვანდელი ვარიანტი თარიღდება 1859 წლით, თუმცა, საბოლოო რედაქციის თარიღია 1872 წელი. წინამდებარე გამოცემაში შედის სწორედ 1872 წლის ვერსია.
.......................................................................................................................................................................................
გვ. 4
.......................................................................................................................................................................................
გვ. 20
- მედიის ტიპი: წიგნი
- ავტორი: ილია ჭავჭავაძე
- სახელი: აჩრდილი
- გვერდების რაოდენობა: 21
- ენა: ქართული
- გამომცემლობა: საბჭოთა მწერალი
- გამოცემის ადგილი: თბილისი
- გამოცემის წელი: 1957
- ჟანრი: პოემა
- ტირაჟი: 10000