აზრები
ილია ჭავჭავაძე | 1988
გვერდების რაოდენობა: 109
ენა: ქართული
გამომცემლობა: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
„აზრები“ წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილებიდან შერჩეული ფრაგმენტების კრებულს. კრებულში მკაფიოდ იკითხება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ილიასთვის ერის ისტორია, ეროვნული თვითშეგნება, სოციალური სამართლიანობა, ეკონომიკური განვითარება და კულტურულ-განმანათლებელი მისია. აფორიზმული სტილით ჩამოყალიბებული აზრები ეხება სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობას, სოფლის და ქალაქის პრობლემებს, ეკლესიის და განათლების როლს, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ინდივიდის თავისუფლებას. წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს, მოცემულ ფრაგმენტებში, დაინახოს ილიას პოლიტიკური და ეთიკური პროგრამის ძირითადი ფუნდამენტები და გაეცნოს მის კრიტიკული მსჯელობის სტილს. წიგნი შეადგინა გ. კალანდარიშვილმა. კრებულში შესული ტექსტების უმრავლესობა ამოღებულია პავლე ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულიდან (1951-1961), თუმცა, „აზრებში“ ასევე გვხვდება ფრაგმენტები ილიას ორი წერილიდანაც, რომლებიც აღნიშნულ ათტომეულში არ შედის.
.......................................................................................................................................................................................
გვ. 4
.......................................................................................................................................................................................
გვ. 6
- მედიის ტიპი: წიგნი
- ავტორი: ილია ჭავჭავაძე
- სახელი: აზრები
- გვერდების რაოდენობა: 109
- ენა: ქართული
- გამომცემლობა: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
- გამოცემის ადგილი: თბილისი
- გამოცემის წელი: 1988
- ჟანრი: პროზა
- ტირაჟი: 30000
- ფიზიკური აღწერილობა: 1 PDF ფაილი