მგზავრის წერილები
ჭავჭავაძე, ილია. | 1919
გვერდების რაოდენობა: 40
ენა: ქართული
გამომცემლობა: სტამბა-ლიტოგრაფია საქართ. რესპუბ. რკ-გზისა
ქართველი მწერლისა და პოეტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის (1837-1907) “მგზავრის წერილებში” ავტორი აღწერს ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრულ ფიქრებს, მის ჭირ-ვარამს, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდასა და მზადყოფნას ერთგული სამსახურისთვის. „წერილებში“ ნაჩვენებია ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებები. იგი გამსჭვალულია მიზანდასახული მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილით და გარკვეულწილად, წარმოადგენს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ პროგრამას, ერთგვარ სამოქმედო გეგმას. ნაწარმოების გმირები ნათლად აჩენენ სხვადასხვა პრობლემის არსსა და გადაჭრის გზებს. „წერილებში“ავტორი სასტიკად დასცინის დაწინაურებულ ევროპასთან შედარებით აშკარად ჩამორჩენილ რუსულ სახელმწიფოს და იმ რუს შოვინისტებს, რომელთაც ქართველები გაუნათლებლებად და მდაბიოებად, ხოლო საკუთარი თავი მათ გადამრჩენლებად ესახებათ. ილიას მიერ დახატული რუსი ოფიცერის სახე თითქოს რუსთა მმართველობის აუტანლობაზე ლეონიძის მსჯელობის ილუსტრაციას წარმოადგენს. მშვიდობის თემა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძოა ლეონიძის და ერეკლე მეფის კამათში, ,,მგზავრის წერილებშიც” საგანგებოდ არის აქცენტირებული: ერეკლე რუსების მიერ საქართველოში მშვიდობის დამკვიდრებას იმედით მოელის, ხოლო ლელთ ღუნია თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე თითქოს ერეკლეს ეკამათება და თვლის, რომ სხვათა მიერ დამყარებულ მშვიდობაზე უმჯობესი საკუთარი ცხოვრების წესის მიყოლა და სარისკო, მაგრამ ღირსებაზე დამყარებული თვითარსებობაა.
.......................................................................................................................................................................................
გვ. None
.......................................................................................................................................................................................
გვ. 40
- მედიის ტიპი: წიგნი
- ავტორი: ჭავჭავაძე, ილია.
- სახელი: მგზავრის წერილები
- გვერდების რაოდენობა: 40
- ენა: ქართული
- გამომცემლობა: სტამბა-ლიტოგრაფია საქართ. რესპუბ. რკ-გზისა
- გამოცემის ადგილი: ტფილისი
- გამოცემის წელი: 1919
- ჟანრი: პუბლიცისტიკა