მოთხრობები
ჭავჭავაძე, ილია. | 1937
ქართველი მწერლისა და პოეტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის (1837-1907) განსახილველ კრებულში შეტანილია ავტორის ყველაზე ცნობილი მოთხრობები: სამოგზაურო ჟანრის „მგზავრის წერილები“ (1861 წ.), რომელშიც პირველად ქართულ ლიტერატურაში ნახსენებია „რევოლუცია“ და მოხევესთან საუბრით მოცემულია მაშინდელი ახალი თაობის ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამა; სოციალური ხასიათის „გლახის ნაამბობი“ (1862 წ.), „კაცია-ადამიანი?!“ (1863 წ.), „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“ (1865 წ.), „სარჩობელაზედ“ (1879 წ.); „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“ (1880 წ.), რომელშიც ავტორი იხსენებს თავის ბავშვობას, იმ დროს, როდესაც დედ-მამა ცოცხალი ჰყავდა, კერძოდ კი, ერთერთი ახალი წლის წინანდელ წინასაახალწლო სამზადისს, ზღაპრად მოყოლილ გიორგი XI-ისა და ყიზილბაშების ბრძოლაში ყიზილბაშისა და ქართველის მიერ ერთმანეთთან შერკინებაში გამოჩენილ სიჩაუქეს, ვაჟკაცობასა და ღირსებას. წიგნის დასასრულს დაბეჭდილია „ოთარაანთ ქვრივი“ (1888 წ.), ილიას უკანასკნელი მხატვრული ნაწარმოები, ღირსშესანიშნავი ენისა და იდეების, ხასიათების გამოკვეთილობის თვალსაზრისით.
.......................................................................................................................................................................................
გვ. None
.......................................................................................................................................................................................
გვ. 432
- მედიის ტიპი: წიგნი
- ავტორი: ჭავჭავაძე, ილია.
- სახელი: მოთხრობები
- გვერდების რაოდენობა: 432
- ენა: ქართული
- გამომცემლობა: ფედერაცია
- გამოცემის ადგილი: თბილისი
- გამოცემის წელი: 1937
- ჟანრი: პროზა
- ფიზიკური აღწერილობა: 1 pdf ფაილი.