კაკო ყაჩაღი: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ

ილია ჭავჭავაძე | 1907

book icon

გვერდების რაოდენობა: 32

language icon

ენა: ქართული

book check icon

გამომცემლობა: სტამბა „იდეალი“ (მ. დ. კიკნაძისა)

წაკითხვა (PDF)

ილია ჭავჭავაძის პოემა „კაკო ყაჩაღი: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ასახავს ქართველი გლეხის მძიმე ყოფას, სოციალური უსამართლობის პირობებში ჩამოყალიბებულ სასტიკ გარემოს და ამ გარემოს მიერ „ყაჩაღად“ ქცეული ადამიანის ტკივილს. ნაწარმოების მთავარი გმირი, კაკო, სისტემის მსხვერპლია — კაცი, რომელსაც გარემო და ადამიანური ბოროტება აიძულებს კანონის გარეთ აღმოჩნდეს. ჭავჭავაძე ამ ნაწარმოებით ავლენს სოციალური უთანასწორობის მორალურ შედეგებს, უსამართლო სოციალური წყობის დამანგრეველ გავლენას და თანაგრძნობის აუცილებლობას. ილია ჭავჭავაძის მეგობრის, ალექსანდრე (კოხტა) აფხაზის მიხედვით, პოემის შექმნის განმაპირობებელი 1859 წელს მომხდარი რეალური შემთხვევა იქცა: პეტერბურგიდან ახლად ჩამოსული კოხტა აფხაზის მოსანახულებლად, გზაში მიმავალ ილიას სოფელ კარდანახთან გზა გადაუღობა იქაურმა აბრაგმა — გაუხარაშვილმა. საუბრის შემდეგ, როცა გაუხარაშვილმა გაიგო ილიას ვინაობა, სტუმრად მიიწვია. გაუხარაშვილთან სტუმრობა და მის მიერ მოყოლილი ამბავი გამხდარა სწორედ ილიას შთაგონება და პოემაში ასახული ეპიზოდების საფუძველი. პოემის პირველი ბეჭდური ვერსია გვხვდება 1863 წელს, და მოიცავდა მხოლოდ შესავალ ნაწილს, რომელიც წყდება სტრიქონზე: „ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს.“ ხოლო წინამდებარე ვერსია გამოიცა 1907 წელს, ილიას გარდაცვალების შემდეგ.

ილია ჭავჭავაძე - მოკლე ბიოგრაფია

.......................................................................................................................................................................................

გვ. 6

ბოლო გვერდი

გვ. 32

  • მედიის ტიპი: წიგნი
  • ავტორი: ილია ჭავჭავაძე
  • სახელი: კაკო ყაჩაღი: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
  • გვერდების რაოდენობა: 32
  • ენა: ქართული
  • გამომცემლობა: სტამბა „იდეალი“ (მ. დ. კიკნაძისა)
  • გამოცემის წელი: 1907
  • ჟანრი: პოეზია
  • პასუხისმგებელი ორგანიზაცია: წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
  • სერია: 82
  • ფიზიკური აღწერილობა: 1 PDF ფაილი, ფოტოსურათით

ილია ჭავჭავაძის პოემა „კაკო ყაჩაღი: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ასახავს ქართველი გლეხის მძიმე ყოფას, სოციალური უსამართლობის პირობებში ჩამოყალიბებულ სასტიკ გარემოს და ამ გარემოს მიერ „ყაჩაღად“ ქცეული ადამიანის ტკივილს. ნაწარმოების მთავარი გმირი, კაკო, სისტემის მსხვერპლია — კაცი, რომელსაც გარემო და ადამიანური ბოროტება აიძულებს კანონის გარეთ აღმოჩნდეს. ჭავჭავაძე ამ ნაწარმოებით ავლენს სოციალური უთანასწორობის მორალურ შედეგებს, უსამართლო სოციალური წყობის დამანგრეველ გავლენას და თანაგრძნობის აუცილებლობას. ილია ჭავჭავაძის მეგობრის, ალექსანდრე (კოხტა) აფხაზის მიხედვით, პოემის შექმნის განმაპირობებელი 1859 წელს მომხდარი რეალური შემთხვევა იქცა: პეტერბურგიდან ახლად ჩამოსული კოხტა აფხაზის მოსანახულებლად, გზაში მიმავალ ილიას სოფელ კარდანახთან გზა გადაუღობა იქაურმა აბრაგმა — გაუხარაშვილმა. საუბრის შემდეგ, როცა გაუხარაშვილმა გაიგო ილიას ვინაობა, სტუმრად მიიწვია. გაუხარაშვილთან სტუმრობა და მის მიერ მოყოლილი ამბავი გამხდარა სწორედ ილიას შთაგონება და პოემაში ასახული ეპიზოდების საფუძველი. პოემის პირველი ბეჭდური ვერსია გვხვდება 1863 წელს, და მოიცავდა მხოლოდ შესავალ ნაწილს, რომელიც წყდება სტრიქონზე: „ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს.“ ხოლო წინამდებარე ვერსია გამოიცა 1907 წელს, ილიას გარდაცვალების შემდეგ.

  • მედიის ტიპი: წიგნი
  • ავტორი: ილია ჭავჭავაძე
  • სახელი: კაკო ყაჩაღი: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
  • გვერდების რაოდენობა: 32
  • ენა: ქართული
  • გამომცემლობა: სტამბა „იდეალი“ (მ. დ. კიკნაძისა)
  • გამოცემის წელი: 1907
  • ჟანრი: პოეზია
  • პასუხისმგებელი ორგანიზაცია: წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
  • სერია: 82
  • ფიზიკური აღწერილობა: 1 PDF ფაილი, ფოტოსურათით

მსგავსი წიგნები